ყველა ხარვეზი მაქსიმალურად იქნება აღმოფხვრილი”- კახა კალაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე

2012 წლის შემდეგ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული, დღეს ქვეყანაში თანაბრაადაა დაცული ადამიანის უფლებები, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის კომენტირებისას.

“განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, რომელიც დაფუძნებული იქნება დემოკრატიულ პრინციპებზე. ხარვეზებს რაც შეეხება, ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმარულებით და ყველა ხარვეზი მაქსიმალურად იქნება აღმოფხვრილი”, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტში შეფასებულია ადამიანის უფლებების მდგომარეობის მხრივ არსებული ვითარება 199 ქვეყანასა და ტერიტორიაზე, მათ შორის – საქართველოში.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 2015 წელს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ ძირითად პრობლემას წარმოადგენდა რუსეთისა და დე ფაქტო ხელისუფლებების მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავება ოკუპირებულ ტერიტორიებთან ადმინისტრაციული საზღვის გასწვრივ; მართლმსაჯულების მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები, მათ შორის გარვეულ შემთხვევებში სასამართლო სისტემაზე ზეწოლა, საეჭვო მოსამართლეების დანიშვნა, ძალადობაზე მავრობის არათანმიმდევრული რეაგირება, დაუსრულებელი გამოძიებები, ეჭვმიტანილებისათვის ბრალის ნაჩქარევი წაყენება და წინასწარი დაკავების შესუსაბამო გამოყენება; ქალების, ასევე ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების, შშმ პირების წინააღმდეგ დისკრიმინაციასთან საბრძოლველად მთავრობის არასაკმარისი ძალისხმევა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: სამი თვის განმავლობაში ყველა პარტიას ექნება შესაძლებლობა, ჩაატაროს წინასაარჩევნო კამპანია
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: NDI-ს კვლევებს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ