“მე ყველა ჯანსაღ ძალას შევთავაზე გაერთიანება”- ბურჭულაძე ახალი გაერთიანების შესაძლო შექმნას მიესალმება

პაატა ბურჭულაძე მიესალმება „ვაშაძე-ჯაფარიძე – ახალი არჩევანის“ ინიციატივას მის პარტიასთან გაერთიანებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ კომენტარი ბურჭულაძემ „გირჩის“, „ახალი საქართველოს“ და „ ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა:

„ძალიან მივესალმები. როცა მე პოლიტიკაში შემოვედი, პირველი რაც შევთავაზე ყველა ჯანსაღ ძალას , ვისაც საქართველოს გადარჩენა უნდა, ეს იყო გაერთიანება. დღეს გვაქვს კონსულტაცია უნდა დაველაპარაკოთ ჩვენს ახალ მეგობრებს და ცოტა ხანში მოგახსენებთ რეზულტატს“- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

banner
წინა სტატიაშიდღის ბოლომდე გახდება ცნობილი, მიიღებს თუ არა პაატა ბურჭულაძის პარტია “ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანის” შეთავაზებას
შემდეგი სტატიაგავრცელებული ინფორმაციით, პაატა ბურჭულაძე მიხეილ სააკაშვილს ჟენევაში შეხვდა