“ყველა, განსაკუთრებით პრეზიდენთან დაკავშირებული პარტიები, არიან ბინძური, გაფუჭებული, ცინიკური და ანტინაციონალური”

ყველა პარტია, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ხელისუფლებასთან და პრეზიდენტთან არიან დაკავშირებული, არიან ბინძური, გაფუჭებული, ცინიკური და ანტინაციონალური, – განაცხადა ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ბრიფინგზე, სადაც უკრაინაში “ახალი ძალების პლატფორმის” დაარსების შესახებ გააკეთა განცხადება.

„ჩემთვის უკრაინის გამარჯვება აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში არის მთავარი მიზანი. მჯერა, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში, არა მხოლოდ სამხედროების დახმარებით, რაც მნიშვნელოვანია, არამედ გავიმაჯრვებთ მაშინ, როდესაც ე.წ. პოლიტიკური ელიტისგან, რუსეთის მმართველი ძალის მსგავსი კრიმინალებისგან გავთავისუფლდებით, როდესაც რადაში და ხელისუფლებაში აღარ გვეყოლება რუსეთის მსგავსი კრიმინალები, შევძლებთ საბჭოთა კავშირისგან, პუტინის სამყაროსგან დაშორებას, ომში გამარჯვებას, მშვიდობის აღგენასა და ევროპისკენ სვლას“, – აღნიშნა ყოფილმა გუბერნატორმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ამის მიღწევა მხოლოდ ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების შეცვლის გზით არის შესაძლებელია. მისი თქმით, უკრაინას ახალი სახეები, ახალგაზრდა ძალა სჭირდება.

როგორც სააკაშვილმა განაცხადა, გასულ ზაფხულს უკრიანის პრეზიდნეტმა მას პრემიერ-მინისტრის თანამდებობა შესთავაზა და ასევე რამდენჯერმე შესთავაზა მისი პარტიის “სოლიდარობის” ხელმძღვანელობა, რაზეც სააკაშვილმა უარი განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიგუბაზ სანიკიძე შესაძლოა, ნინო ბურჯანაძის პარტიაში გაერთიანდეს
შემდეგი სტატიალარი გაუფასურებას განაგრძობს- ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4899 ლარია