ყველა გახდეს პროგრამისტი: აუცილებლობა თუ უტოპია

12336084_1104336162912570_474845359_n

მიმდინარე კვირას Apple-ის ყველა მაღაზია მსურველებს კომპიუტერული პროგრამირების უფასო კურსებს სთავაზობს.
კომპანიის 468 მაღაზია ყოველწლიური პროექტის “კოდის საათის” ფარგლებს უმასპინძლებს. ეს საერთაშორისო საქველმოქმედო პროექტია, რომელიც პროგრამირების უფასო კურსებს წარმოადგენს.
ინიციატივა “კოდის საათი” ორგანიზაცია Code.org-ს ეკუთვნის. კურსები მსოფლიოში მილიონობით მსურველს პროგრამირებას შეასწავლის.

პროექტი 180 ქვეყანაში განხორციელდება. გასულ წელს მასში დაახლოებით 100 მილიონმა ადამიანმა მიიღო.

პროგრამაში მონაწილეობენ აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ბრიტანეთის პრემიერი დევიდ კემერონი, ასევე Microsof-ისt, Google-ს, Facebook-ის და Amazon-ის ხელმძღვანელები.
კურსის ძირითადი მოსამზადებელი პროგრამა თამაშების მწარმოებელმა კომოანიამ Minecraf დაწერა.
პროგრამის ფარგლებში გაიმართება მასტერ-კლასები, სემინარები, სასწავლო კურსები და სხვა.
Apple-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელის კრეგ ფედერინის თქმით, თანამედროვე ცხოვრებაში პროგრამირების ცოდნა განათლების ერთ-ერთი ნიშანია.
“ყველა გაჯეტი ისეთი მნიშვნელოვანი გახდა ჩვენს ცხოვრებაში, რომ ამ სფეროში ცოდნა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც, მაგალითად, წერის ცოდნა” – თქვა ფედერინმა.

banner
წინა სტატიაში“ზოგიერთ პოლიტიკოსს საპატრიარქოს ადექვატურმა განცხადებამ ფულის კეთების გეგმები ჩაუშალა”
შემდეგი სტატიავენას მცხოვრებმა დუნაიში 100 ათასი ევრო იპოვა