„ყველა დეპუტატობის კანდიდატი, ვინც მეორე ტურშია გასული, არჩევნებში მონაწილოების მისაღებად მზად არის”

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას ინფორმაციით, ხელისუფლებამ 8 ოქტომბერს მომხადრი ინციდენტის შემდეგ „ქართული ოცნების“ აქტივისტი ვინმე მხეიძე დააკავა დღეს კი ადგილობრივი ხელისუფლება და მმართველი გუნდის“ სხვა წარმომადგენლები „მოსახლეობას ევაჭრებიან, რომ თუ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, მხოლოდ მაშინ გაათავუისუფლებენ დაკავებულს.
ამასთან როგორც ენმ-ს ლიდერმა “იმედს” განუცხადა, “თუ „ქართულ ოცნებას“ ჰგონია, რომ 8 ოქტომბერს დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია, ცდება”.
„მაშინ დარბევაში მონაწილეობას იღებდა 15 ადამიანი – „ქართული ოცნების“ აქტივისტები. დაკავებულია მხოლოდ ერთი ადამიანი და ამ ერთი ადამიანით სამწუხაროდ ვაჭრობს „ქართული ოცნება“, რომელსაც ძალიან მალე საკადრისი პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, არ დარჩა არც ერთი საჯარო მოხელე, რომელიც დღეს საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზეც ჰკითხეს. რაზეც მან თქვა, რომ მეორე ტურში ბრძოლის აზრს ხედავს.„ყველა დეპუტატობის კანდიდატი, ვინც მეორე ტურშია გასული, რა თქმა უნდა, მზად არიან არჩევნებში მონაწილოების მისაღებად. ეს არის ბრძოლის სხვა ეტაპი, სადაც, ჩემი აზრით, უარის თქმა დაუშვებელია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაში“ჩვენი ინფორმაციით, ყველა უბანზე “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი იმარჯვებს”
შემდეგი სტატიაცესკო-ში ვერ აკონკრეტებენ, რომელი საათისთვის გახდება ცნობილი განმეორებითი კენჭისყრის პირველადი შედეგები