“ყველა ჩვენგანს ემუქრება საფრთხე, რომ ტომარა ჩამოაცვან თავზე და გაქრეს”- დეკანოიძე

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე შს მინისტრის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პასუხისმგებლობას ითხოვს “ნაციონალური მოძრაობა”. პარტიის ლიდერები ძალოვანი უწყების ხელმძღვანელებს ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვაში ადანაშაულებენ.

„არც შს მინისტრის არც პრემიერის განცხადება არ ასახავს იმ რეალობას, რომელიც არის ქვეყანაში და რასაკვირველია, ისინი არ იზიარებენ პასუხისმგებლობას და მორიგ ნაცარს აყრიან მოსახლეობას თვალებში. ყველა ჩვენგანს ემუქრება ეგ საფრთხე, რომ ტომარა ჩამოაცვან თავზე და გაქრეს…აუცილებლად პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვისთვის შს მინისტრმა და გადადგეს. ასევე ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვისთვის პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს სუს-მა” აცხადებს დეკანოიძე.

banner
წინა სტატიაშიუშიშროების საბჭოს აპარატი სტრატეგიული დისკუსიის საერთაშორისო შეხვედრას მართავს
შემდეგი სტატიათავდასხმა ფილიპინებში – გარდაცვლილია 36 ადამიანი