შს სამინისტროს მინისტრის ყოფილი მოადგილის გელა ხვედელიძის საქმეზე ადვოკატები ერთ-ერთი სათვალთვალო კამერიდან ამოღებულ ვიდეო-მასალას სრულად ასაჯაროვებენ და აცხადებენ, რომ საქმის გამოძიება განზრახ ფერხდება.
როგორც ადვოკატებმა დღეს “პირველი რადიოს” რადიოკლუბში განაცხადეს, მათ ხელთ აქვთ ვიდეო-მტკიცებულება, სადაც სავარაუდო თავდამსხმელები და მათი ავტომობილი ჩანს. ხვედელიძის ადვოკატები აცხადებენ, რომ მათ უკვე შეძლეს ,როგორც ავტომობილის სანომრე ნიშნის იდენტიფიცირება ასევე, სავარაუდო თავდამსხმელების ვინაობის დადგენაც.
https://youtu.be/-RNTTv2Vweo