ხვალიდან საქართველოში გამოიდარებს

გარემოს ეროვნული სააგენტო 24-29 მაისს საქართველოში მოსალოდნელ ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, ამ პერიოდში მოსლოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, 24–25-ში ზოგგან შესაძლებელია ძლიერი სეტყვა. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.

24 მაისს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს +17, +22°-მდე. 25–27 მაისს დათბება +24, +29°-მდე.

28 – 29 მაისს ჰაერის ტემპერატურა 4–5 გრადუსით ისევ დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 23 – 29 მაისს +23, +28°-ის ფარგლებშია მოსალოდნელი.

banner
წინა სტატიაშისამგორის რაიონის გამგებლად გიორგი ბაგრატიონი დაინიშნა
შემდეგი სტატიაკორცხელის ინციდენტში მონაწილე მოჭიდავე საქართველოს ტოვებს