ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის ინფორმაციით, ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება. ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რაიონებში კი თოვლი. მათ შორის მოთოვს ბაკურიანში და გუდაურში.

ასევე, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ქარი გაძლიერდება. ზოგიერთ რაიონში ქარის სიჩქარე წამში 20-25 მეტრი იქნება.

21 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოში ბარში დღისით ჰაერის ტემპერატურა +5-10 გრადუსის ფარგლებში იქნება, დასავლეთ საქართველოს დაბლობში – 11-16 გრადუსის ფარგლებში.

22 თებერვალს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობშიც დაიწევს და დღისით 5-10 გრადუსის ფარგლებში იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში ბარში – 7-12 გრადუსის ფარგლებში.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი ღამით ყინვა -2:+3 გრადუსი დაფიქსირდება, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით ტემპერატურა 0;+5 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში ღამით ყინვები შენარჩუნდება და საშუალოდ -8;-10 გრადუსის ფარგლებში იქნება.

banner
წინა სტატიაშიგუშინ უჯარმასთან მომხდარ ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 7 წლის ბავშვი
შემდეგი სტატიათაკო გერგედავას მეგობარი მერიისთვის გაგზავნილ წერილს აქვეყნებს