ხვალ ზურაბ ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ ირჩის პრეზიდენტობის კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის, პროცესი გაიმართება.
ჯაფარიძე 12 მაისს, 05:17 საათზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ მიმდინარე აქციაზე დააკავეს, საიდანაც გლდანი-ნაძალადევის განყოფილებაში გადაიყვანეს. დაახლოებით 3-საათიანი თავისუფლების აღკვეთის შემდეგ კი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინეს და გაათავისუფლეს.

შსს გირჩის ლიდერს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავება, რაც პოლიციელების მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

საქმეს მოსამართლე ნინო ჭალიძე განიხილავს. შეგახსენებთ, რომ სწორედ ჭალიძე იყო ის მოსამართლე, რომელმაც 3 მაისს გამართულ პროცესზე გირჩის ორ ლიდერს, ვახტანგ მეგრელიშვილსა და იაგო ხვიჩიას, 10-10-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ზურაბ ჯაფარიძეს კი 2 000 ლარის გადახდა დააკისრა.
პროცესი საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული და ჯაფარიძის ინტერესებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ოცავს:
“თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს ზურაბ ჯაფარიძის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს, რომელიც 12 მაისს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს პოლიციის თანამშრომლებმა უსაფუძვლოდ დააკავეს.
საია მიიჩნევს, რომ არსებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი პოლიციის ხელში მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციების შეზღუდვის მექანიზმს წარმოადგენს, რასაც ზურაბ ჯაფარიძის დაკავების შემთხვევაც აჩვენებს.” ნათქვამია “საიას” განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიწულუკიანმა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია შექმნა
შემდეგი სტატია“ჩვენ შევცვალეთ კანონი, რომელიც ერთპიროვნულად მთავარი პროკურორის დანიშვნას ითვალისწინებდა” – ოხანაშვილის პასუხი მესამე სექტორს