“ხვალ წყდება საქართველო იქნება თუ არა დემოკრატიული. ეს მხოლოდ ლამაზი სიტყვები არაა”- რურუა რ2-ის საქმეზე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ნიკა რურუას თქმით, რუსთავი2-ის საქმე არის ლაკმუსის ქაღალდი იმის წარმოსაჩენად შეძლებს თუ არა საქართველო იყოს დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყანა:
„ხვალ წყდება საქართველო იქნება თუ არა დემოკრატიული . ეს მხოლოდ ლამაზი სიტყვები არაა, თქვენ სტრესის ქვეშ გიწევთ მუშაობა, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანი ფუნქცია დაგაკისრათ ღმერთმა. რუსთავი 2-ის ლაკმუსზე ირკვევა იქნება თუ არა საქართველო თავისუფალი ქვეყანა“- განაცხადა ნიკა რურუამ.

აღნიშნული განცხადება რურუამ დღეს რუსთავი2-ის ხელმძღვანელობის, არასამთავრობო სექტორის, ოპოზიციური პარტიების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრისას გააკეთა. შეხვედრაზე მათ ნიკა გვარამიასგან ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაცია მოისმინეს. ასევე ისაუბრეს იმ აქციაზეც, რომელიც ხვალ 11:00 საათზე უზენაეს სასამართლოსთან “რუსთავი2”-ის და სიტყვის თავისუფლების დაცვის მოთხოვნით იმართება.

banner
წინა სტატიაშიდაკავებული დეკანოზის დედა – მეუფესთან აღსარების დონეზე მქონდა საუბარი
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი : ჩვენ მეტი პასუხისმგებლობით და მეტი დაფიქრებით გვმართებს ცხოვრება ქვეყანაშიც და ევროპაშიც