ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს? – ქართულ ოცნებას ხმას აძლევს 17%, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 14%

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ივნისის საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს. კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ყველაზე მეტი – 33% პასუხობს, რომ “არ იცის”, ქართულ ოცნებას ხმას აძლევს 17%, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 14%, არცერთ პარტიას – 5%, შემდეგ მოდის პაატა ბურჭულაძის სახელმწიფო ხალხისათვის(4%) და პატრიოტთა ალიანსი(3%).

7% ასახელებს “სხვა პარტიას” – აქ არიან პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც 3%-ზე ნაკლებმა დაასახელეს. ესენია: თავისუფალი დემოკრატები, ლეიბორისტული პარტია, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა, გირჩი, რესპუბლიკური პარტია და სხვები.

კონკრეტულად მათგან, ვინც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს(67%), 19% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, ენმ-ს 14%, არ იცის – 35%, პასუხზე უარი 13%-მა თქვა, 4-4% აქვთ პატრიოტთა ალიანსსა და პაატა ბურჭულაძის პარტიას, “სხვა პარტიას” – 8% ასახელებს.

რაც შეეხება მხოლოდ გადაწყვეტილ ამომრჩეველს(33%), 32% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, ენმ-ს 26%, უარსს პასუხზე 10% ამბობს, პატრიოტთა ალიანსი 7%, არ იცის 6%, პაატა ბურჭულაძის პარტია 6%, სხვა პარტიას 11% ასახელებს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისი – 6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილების ზღვარი 2.1%-ია. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

banner
წინა სტატიაშიფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შპს ,,გომანის“ და შპს ,,ნინოს“ ფაქტობრივი ხელმძღვანელები დააკავა
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: ეკონომიკის ყველა მიმართულებით ჩავარდნაა