ხვალ პარლამენტში კახა კალაძეს მოუსმენენ

კალაძის აზრით, გაზსადენის აფეთქებაზე არეშიძის განცხადებით შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ

ხვალ, პარლამენტში ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მივა. მინისტრთან ერთად, მის მოადგილეებს მარიამ ვალიშვილსა და ილია ელოშვილსაც მოუსმენენ.
მათი მოსმენა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იგეგმება.
ხვალინდელი საკომიტეტო სხდომის მთავარ თემას ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში არსებული მდგომარეობა, მათ შორის საქართველოს გაზმომარაგებასთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენს. საუბარი შეეხება ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით განხორციელებელ საკითხებს.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა 11:00 საათისთვის არის დანიშნული.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი მიიჩნევს, რომ გიორგი პაპუაშვილი პროკურატურამ უნდა დაკითხოს
შემდეგი სტატიაეკა მიშველაძე პეტრიაშვილის თავდასხმაზე საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს