ხვალ, მთელ საქართველოში ამინდი გაუარესდება

ხვალ, 21 ნოემბერს, მთელ საქართველოში

ამინდი დღის მეორე ნახევარში გაუარესდება – მოსალოდნელია ძლიერი ქარი. შესაძლებელია, ქარი გაძლიერდეს ღამის საათებში და მისმა სიჩქარემ 28 მეტრ/წამს მიაღწიოს, რაც ქარიშხლის კატეგორიას მიეკუთვნება, – ამის შესახებ „თაიმერს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.

ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად, 10-15 გრადუსით დაეცემა. ზღვაზე მოსალოდნელია 6-ბალიანი შტორმი. მაღალმთიან ზონაში კი, – ძლიერი თოვლი და ქარბუქი.

banner
წინა სტატიაშიღმერთმა საგანძური მოგვცა და პატრონობა ჯერჯერობით ვერ ვისწავლეთ
შემდეგი სტატიამჭედლიშვილს დამოუკიდებელი ინსპექტორის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით კითხვები აქვს