ხვალ მთელ საქართველოში ამინდი გაუარესდება

მთელი საქართველოს მასშტაბით ხვალ ამინდი გაუარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  ამაღამ როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი.

მისივე თქმით, ხვალ საქართველოში კვლავ მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, მაღალმთიან რაიონებში ზოგან ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +6, +11 გრადუსი იქნება.

როგორც ნიორაძემ აღნიშნა, მთელი საქართველოს მასშტაბით ცივი ამინდი შენარჩუნდება 21 მარტსაც, დღის ტემპერატურა კი +5, +10 გრადუსის ფარგლებში იქნება.

მისივე თქმით, 22 მარტიდან შედარებით გამოიდარებს, მაგრამ ცალკეულ რაიონებში მცირე ნალექი შენარჩუნდება. დღის ტემპერატურაც ნელ-ნელა მოიმატებს, თუმცა ღამის ტემპერატურა ჯერჯერობით დაბალი იქნება.

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) ინტერნეტში დონის როსტოვის აეროპორტში თვითმფრინვის ჩამოვარდნის ამსახველი კადრები გავრცელდა
შემდეგი სტატიაბათუმში აფეთქების შედეგად ბარაკის ტიპის საცხოვრებელი დაინგრა