ხუთი ადამიანიდან, რომელიც ახლა აქ დარბაზში იმყოფება, სამი მუშაობდა GDS-ზე

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი მენეჯმენტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა მწვავე კრიტიკის ფონზე მიმდინარეობს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო დანელია საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს აკრიტიკებს და თითოეული წევრის ბიძინა ივანიშვილთან კავშირზე საუბრობს.

„ხუთი ადამიანიდან, რომელიც ახლა აქ დარბაზში იმყოფება, სამი მუშაობდა GDS-ზე, რომელიც არის უკვე, როგორც ბრძანეთ, ივანიშვილის ოჯახის ტელევიზია. ორს აქედან გაქვთ საჯარო მადლობა ბიძინა ივანიშვილისთვის გადახდილი. ერთმა გააკრიტიკა საზოგადოება, როგორც უმადურები და რომლებიც ვერ ხედავენ ივანიშვილი რამდენ საქველმოქმედო რამეს ჩადის. ერთმა ადამიანმა, ასევე საჯაროდ, მოგვიწოდა ყველას, რომ საკუთარი კალმისტრები წავიღოთ არჩევნებზე, რომ შემოვხაზოთ 41. ამიტომ ეს არის მოცემულობა, რომელსაც ეს საზოგადოება ამ შეთხვევაში ვერ მოიშორებს,“ – განაცხადა ნინო დანელიამ.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ინიცირებულ კანონპროექტს ეხმაურება
შემდეგი სტატიათბილისის საქალაქო სასამართლო უჩა ნანუაშვილს სასამართლოს მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ადანაშაულებს