ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან რუსულ მხარეს მასთან ირიბი შეხებაც არ ჰქონია

maria-zaxarovaკონფლიქტი აფხაზი მესაზღვრეების პასუხისმგებლობის ზონაში წარმოიქმნა და რუსულ მხარეს მასთან ირიბი შეხებაც არ ჰქონია – ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მარია ზახაროვა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობას.

ზახაროვას თქმით, ის ზონა, სადაც კონფლიქტი წარმოიქმნა, აფხაზი მესაზღვრეების პასუხისმგებლობის ქვეშაა.

“რა თქმა უნდა, მივესალმებით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში შეხვედრების აღდგენას. ვფიქრობთ, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველოსა და ზოგიერთ მეზობელ სახელმწიფოს შორის საზღვრების დემარკაცია არ არსებობს, ასეთი მექანიზმი საშუალებას იძლევა თავიდან იქნეს აცილებული ინციდენტები და, თუ მაინც რამე მოხდა, გამოძიება ჩატარდეს ცხელ კვალზე. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ინციდენტს, რამდენადაც ჩვენ ვიცით, კონფლიქტი აფხაზი მესაზღვრეების პასუხისმგებლობის ზონაში წარმოიქმნა და რუსულ მხარეს მასთან ირიბი შეხებაც არ ჰქონია”, – განაცხადა ზახაროვამ.

banner
წინა სტატიაში26 მაისის დღესთან დაკავშირებით ავსტრალიაში საქართველოს დროშის ფერებში პარლამენტის ისტორიული შენობა განათდა
შემდეგი სტატიამედიატური საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში