ხუნდაძის „სქესობრივი ცხოვრების გზამკვლევი“ ჩინოვიკებისთვის

XUNDAzEჩოჩელის საარჩევნო კანონდარღვევა, რომელზეც „ენჯეოები“ თვალს ხუჭავენ

 

21-ე საუკუნეში, როცა მსოფლიო კოსმოსს იპყრობს, საქართველო წინ, კომუნიზმისკენ მიდის. ყოველ შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანაში სიტყვა „სექსიც“ კი სამარცხვინოა და მისი ხმამაღლა თქმა უდიდეს კომპრომატად ითვლება! უფრო მეტიც, მაგალითად, დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, რომელიც „ოცნების“ მცხეთის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატია, მინისტრი საძინებელშიც მინისტრი უნდა იყოს, ანუ წარმოიდგინეთ სცენა: მინისტრი, ან რომელიმე სახელმწიფო მოხელე, რომელსაც რეპროდუქციული უნარი ჯერ არ დაუკარგავს, ესე იგი, სავსებით ჯანმრთელი ადამიანია, საკუთარ საძიებელში საკუთარ ცოლთან, ან ქმართან ზუსტად ისე იქცევა, როგორც მთავრობის სხდომაზე!

ზოგადად, ძნელი ასახსნელია, ასეთი სუპერგენიალური აზრები პოლიტიკაში ჩართულ ადამიანებს რატომ მოსდით ხოლმე, მაგრამ ალბათ, ჰგონიათ, რომ ამ ყველაფრით ერს გარყვნისგან იცავენ.

ისე, ხუნდაძის „სიბრძნეს“, მინისტრი საძინებელშიც მინისტრი უნდა იყოსო, სოციალურ ქსელში დიდი ხორხოცი მოჰყვა და ერთ-ერთ „ფეისბუქმომხმარებელს“, ნინო ჭელიძეს, რომელიც, სხვთა შორის, ახლახან, „მის დეკოლტე“ გახდა, ღრმა საბჭოთა კავშირი გაახსენა, როდესაც საქართველოში არათუ სექსი არ არსებობდა, არამედ, საბჭოთა ადამიანებისთვის სპეციალური სექსის კოდექსი მოქმედებდა. ჰოდა, „მის დეკოლტემ“ „ფეისბუქში“ მოხერხებულად იხუმრა: დიმიტრი ხუნდაძისმინისტრთა სქესობრივი ცხოვრების გზამკვლევისთანახმად, მინისტრი საძინებელშიც მინისტრი უნდა იყოს და შესაბამისად, სექსით დაკავდეს შარვალკოსტუმში“.

ახლა, რომელიმე ჟურნალისტმა ბატონ ხუნდაძეს რომ ჰკითხოს, თქვენ საძინებელშიც დეპუტატობის კანდიდატი ხართ თუ არაო, შეიძლება, გაბრზადეს და ამ ჟურნალისტს ეთიკის ნორმების დარღვევის გამო უჩივლოს კიდეც, მაგრამ თუ მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, დეპუტატები დ დეპუტატობის კანდიდატები საძინებელშიც ჩინოვნიკები არიან, ჟურნალისტები ყოველთვის და ყველგან ჟურნალისტებად რჩებიან და შესაბამისად, იმაზე წერენ და ლაპარაკობენ, რაც საზოგადოებაში ხდება. ჰოდა, პატივცემულო ბატონებო და ქალბატონებო, ვიდრე მედიას რამეში დაადანაშაულებთ, რევიზია ჯერ თქვენს განცხადებებს ჩაუტარეთ და გახსოვდეთ, მედია სულიერი მოძღვარი არ არის, რომ თქვენს სულიერ სიმშვიდეზე იზრუნოს!

ეს ისე, როგორც იტყვიან, ლირიკული გადახვევასავით.

ახლაც, რაც შეეხება სერიოზულ თემებს. ვინაიდან წეღან მცხეთის რაიონი ვახსენეთ, ბარემ, საუაბრი ამ რაიონზე გავაგრძელოთ, ანუ როგორც ცნობილი გახდა, მცხეთის რაიონის მაჟორიტარობის დამუკიდებელი კანდიდატი, ცეზარ ჩოჩელი, დიდი ალბათობით, მორიგ სკანდალში გაეხვევა, საქმე ეხება მის მიერ საგურამოს სკოლისთვის გადარიცხულ სოლიდურ თანხას, კერძოდ, 12 ათას ლარს მაშინ, როცა უკვე მაჟორიტარობს დამოუკიდებელ კანდიდატად იყო დარეგისტრირებული.

წესით და კანონით ამის უფლება მაჟორიტარობის კანდიდატს არ აქვს, თუმცა თავად ჩოჩელი აცხადებს, რომ გადარიცხვა მაჟორიტარობის კანდიდატად დარეგისტრირებამდე განახორციელა, მაგრამ თანხა დანიშნულების ადგილამდე დაგვიანებით მივიდა, ანუ ყველაფერი ტრანზაქციის ბრალია, თუმცა „თაიმერს“ წყაროები განსხვავებულ ინფორმაცის აწვდიან.

„ჯერ ერთი, ტრანზაქციას ორი დღე არ სჭირდება და ფული ანგარიშზე მომენტალურად ჯდება. მეორეც, თუ მართლა ტექნიკური პრობლემა იყო, ამ საკითხის მოკვლევა, მინიმუმ, შესაბამისმა ორგანოებმა უდა დაიწყონ, მაგრამ როგორც მე ვიცი, თემის შესწავლას არავინ აპირებს, რადგან სერიოზული დრღვევა გამოაშკარავდება, რის გამოც ჩოჩელი, როგორც მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი, არჩევნებიდან მოიხსნება, რაც „ოცნებას“ ძალიან ძვირი დაუჯდება, – ეუბნება „თაიმერს“ წყარო, – როგორც მე ვიცი, ჩოჩელი ისეც „აჭრილია“: ბიძინამ მასზე ჯერ თქვა, „ნაციონალების“ ბიზნესმენი არ ყოფილაო, მერე კი განმარტა, შემეშალა, ჩოჩელს არ ვგულისხმობდიო. ამის მერე, როგორც გავიგე, ჩოჩელი ვოლსკის დაუკავშირდა და მოსთხოვა, რომ ივანიშვილთან ურთიერთობა დაელაგებინა. არ ვიცი, ვოლსკიმ რა მოძრაობები შეასრულა, მაგრამ ისიც ითქვა, რომ თითქოს ხუნდაძემ მოითხოვა, რომ ივანიშვილს თავისი სიტყვები ჩოჩელთან დაკავშირებით უკან წაეღო.

ასეა თუ ისე, ფაქტი ის არის, რომ იმ დარღევაზე, რაც ფულის გადარიცხვას ეხება და რაც, მინიმუმ, ამომრჩევლის მოსყიდვა არის, ხმას არასამთავრობო ორგანიზაციებიც არ იღებენ და ეს დუმილიც პირადად ჩემთვის, გასაგებია – ყველა გავლენიანი „ენჯეო“ „ნაციონალების“ გავლენის ქვეშ არის და მათ ჩოჩელი სწორედ „ნაცების“ დახმარებით აჩუმებს. ჩოჩელის მიმართ სიმპათიები, უდავოა, „ოცნებასაც“ აქვს. ამიტომ, მგონია, რომ რაღაც დიდ თამაშთა გვაქვს საქმე,“ – ამბობს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვეი წყარო.

 

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ჯეჯელავა: ძალიან გამიხარდებოდა, თუ თსუ-ს გია შარვაშიძის მსგავსი რექტორი ეყოლებოდა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოხატავს იტალიის ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალების გამო