ხულოში, შავნაბადას მთაზე ისევ დაკვამლიანება შეინიშნება

ხულოში, შავნაბადას მთაზე, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში ხანძარი იყო, დღეს დაკვამლიანება ისევ შეინიშნება, – ამის შესახებ “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

უწყების ცნობით, ხანძრის კერები არ არსებობს, თუმცა მონიტორინგის მიზნით ადგილზე 30-მდე მეხანძრე-მაშველი იმყოფება.

ხულოში ხანძარს რამდენიმე დღის განმავლობაში, მათ შორის ავიაციით ებრძოდნენ. საბოლოოდ, ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის სასაზღვრო სამსახურში მიიჩნევენ, რომ სასაზღვრო პუნქტ „შეგინის“ დანაღმვის შესახებ ცრუ შეტყობინება შესაძლოა სააკაშვილის მომხრეებმა განახორციელეს
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე – ზურაბ პოლოლიკაშვილის გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის ახალი წარმატების და დიდი აღიარების საფუძველია