ხულოში ახალგაზრდა მამაკაცი მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა

ხულოში მეხის ჩამოვარდნას 22 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხულოს რაიონის გამგებლის განცხადებით, შემთხვევა სოფელ აგარის საზაფხულო იალაღზე მოხდა.

„მამა-შვილი, ახლობლებთან ერთად, ტყეში შეშის მოსატანად იმყოფებოდა. ძლიერი წვიმის გამო, მათ თავი ხეს შეაფარეს. ხეს მოულოდნელად მეხი დაეცა, რის შედეგადაც 22 წლის ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა“, – განაცხადა ბესიკ ბაუჩაძემ.

მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდის თანმხლებ პირთაგან არავინ დაშავებულა.

​შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშისააპელაციო სასამართლომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეში მსჯავრდებულები – ირაკლი ფარცხალავა და გიორგი ცააძე პატიმრობაში დატოვა
შემდეგი სტატია“პროპორციული სისტემის 2024 წლისთვის გადაწევამ გააშიშვლა “ოცნების“ სურვილი – ნებისმიერი ფორმით ჩაებღაუჭონ ძალაუფლებას”- ჭიაბერაშვილი