ხულოში, ადგილობრივებმა “შუახევი-ჰესის” მშენებელი კომპანიის მანქანებს გზა გადაუკეტეს

ხულოში, ადგილობრივებმა “შუახევი-ჰესის” მშენებელი კომპანიის მანქანებს გვირაბთან მისასვლელი გზა გადაუკეტეს.

 

მოსახლეობის თქმით, გვირაბის მშენებელობა საფრთხეს უქმნის სოფელს, ზიანდება საყანე ფართობები, სავარგულები და შრება მდინარეები.
პროტესტს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც შეურთდა. აქციის მონაწილეები განსახლებას ან სამუშაოების შეჩერებას მოითხოვენ. ადგილობრივი ხელისუფლებისა და ნორვეგიული კომპანიისგან მოსახლეობას პასუხი არ მიუღია.
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კი განმარტავს, რომ ვიდრე გვირაბის შენებლობა დაიწყებოდა, სოფელი გეოლოგებმა შეისწავლეს და შესაბამისი დასკვნებიც მოამზადეს. ბესიკ ბაუჩაძე აცხადებს, რომ ადგილობრივების პროტესტი უსაფუძვლოა, რადგან მათი პრეტენზიები ცვალებადია და საბოოლოოდ – ჩამოუყალიბებელი.
კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ აჭარის რეგიონში 185 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურს აშენებს. პროექტი  სხალთისა და დიდაჭარის კაშხლებისა და მდინარე ჩირუხისწყალზე მცირე დამბის მშენებლობას ითვალისწინებს. „შუახევჰესის“ მშენებლობა 2013 წლის 16 სექტემბერს დაიწყო და მისი დასრულება 2017 წლისთვის იგეგმება.
banner
წინა სტატიაშისაქმეზე “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს
შემდეგი სტატიასუს – ჯარიაშენის განაპირას სამუშაოები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს