ხულოს მუნიციპალიტეტში მეექვსე დღეა დაკარგულ მოხუცს ეძებენ

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეებში, მეექვსე დღეა 68 წლის დაკარგულ ქალს ეძებენ.

ჰურიე ჯორბენაძე სახლიდან 19 ოქტომბერს, დილის 08:00 საათზე გავიდა.

ოჯახმა მომხდარის შესახებ სამაშველო სამსახურს 13:00 საათზე შეატყობინა. ახლობლები, მეზობლები და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფები დაკარგულს მოხუცს ამ დრომდე ეძებენ.

ახლობლების ინფორმაციით, მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი ფრიდონ სულაბერიძეს 75 წლის იუბილეს ულოცავს
შემდეგი სტატიარას მალავს იზორიას უწყება