“ხშირად ვხედავთ მოსამართლეებს, რომლებიც მოსამართლეობის მანტიიდან გამოდიან და საზოგადოებას ჭკუას ასწავლიან”

როგორც არაერთხელ აღმინიშნავს, სასამართლო სისტემა საჭიროებს ტრანსფორმაციას, ძირეულ მყისიერ და ფართომასშტაბიან ცვლილებებს. სამწუხაროდ ამ თვალსაზრისით ჩვენ ვერ ვხედავთ აქტიურ და ჩართულ მოკავშირეებს, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში გამართულ ბრიფინგზე.

პრეზიდეტნმა უკმაყოფილება გამოთქვა პარლამენტში სასამართლოს რეფორმის ე.წ მესამე ტალღის რეფორმის შეჩერების თაობაზე.

„როდესაც მესამე მოსმენაზე ჩერდება კანონი და არ არსებობს პოლიტიკური ნება ამ კანონის მიღების, ჩვენ გვიჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ ამ უმნიშვნელოვანესი კანონის მიღება ხელოვნურად ჭიანურდება. ეს კანონი არ არის პანაცეა, მაგრამ ამ კანონში ჩადებული არის ისეთი მუხლები, რომლებიც მოსამართლეთა დანიშვნის წესს უფრო გამჭვირვალეს, გასაგებს და რეგლამენტირებულს გახდის”’- განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან, გიორგი მარგველაშვილმა შეახსენა მოსამართლეებს, რომ მათ უფლება არ აქვთ პოლიტიკური განცხადებების გაკეთების და პოლიტიკურ პრიცესებში მონაწილეობის.

სასამართლო სისტემის შემთხვევაში უმნიშვნელოვანესი კომპონენტი არის მოსამართლე. მოსამართლე, რომელსაც ირჩევს საზოგადოება და რომელსაც გააჩნია ძალიან მაღალი დაცულობის ხარისხი. მინდა ყველას შევახსენო, რომ როდესაც შენ ხარ მოსამართლე, ასეთი მაღალი დაცულობის ხარისხით, შენ გეკრძალება პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა და პოლიტიკური განცხადებების კეთება. ჩვენ სულ უფრო ხშირად ვხედავთ მოსამართლეებს, რომლებიც ჭკუას არიგებენ საზოგადოებას. გამოდიან მოსამართლის მანტიიდან, სამოსამართლეო დარბაზიდან და საზოგადოებას ხან ჭკუას არიგებენ და ხან ემუქრებიან იმის თაობაზე, თუ რანაირად უნდა მოიქცე და როგორ უნდა ფუნქციონირებდე”,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიეროსი კიწმარიშვილის დედა წერილს ავრცელებს
შემდეგი სტატიაპანკისელი თარხან ბათირაშვილის გარდაცვალება ოჯახის წევრებმა დაადასტურეს