,,ხშირად პოლიტიკოსებს ბოლომდე არ აქვთ გააზრებული ელემენტარული დეტალები ჩვენი სახელმწიფოებრიობის”

სრულიად დაბნეულმა პოლიტიკურმა პოზიციებმა გვაჩვენა, რომ ხშირად პოლიტიკოსებს ბოლომდე არ აქვთ გააზრებული ელემენტარული დეტალები ჩვენი სახელმწიფოებრიობის , – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში, გადაცემა “ბარიერში” შეწყალების საკითხზე პატრიარქის ინიციატივასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, საპატრიარქომ სრულიად ნათელი განცხადება გააკეთა საკითხზე, თუმცა, ამავდროულად, მისივე თქმით, ყურადღების გამახვილების ღირსია ქართველი პოლიტიკოსების ქმედებები და განცხადებები.
“ჩვენ რეალურად გავიარეთ დრამატული დებატის ორი დღე, სადაც მთავარი აქტორი იყო სამოქალაქო საზოგადოება. ძალიან ნათელი განცხადება გააკეთა საპატრიარქომ, რითიც ახსნა და საზოგადოებას აჩვენა თავის პოზიცია.
მაგრამ ამავე დროს სრულიად დაბნეულმა პოლიტიკურმა პოზიციებმა გვაჩვენა, რომ ხშირად პოლიტიკოსებს ბოლომდე არ აქვთ გააზრებული ელემენტარული დეტალები ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ის ძირითადი საკიდური ლოდი, რაზეც დგას თანამედროვე ქართული სახელმწიფო და ქართული კონსტიტუციონალიზმი და რომელთანაც თამაში სახელმწიფოებრიობისთვის შესაძლოა სირთულეს წარმოადგენდეს”, – განაცხადა გიორგი მარეგველაშვილმა.
რაც შეეხება პრეზიდენტის და პატრიარქის ურთიერთდამოკიდებულებას, გიორგი მარგველაშვილის თქმით, “პატრიარქის მიმართ პატივისცემის გამოხატვა, ბუნებრივი მოტივაცია და სურვილია”.

banner
წინა სტატიაშიგავათავე თქვენთან ურთიერთობა…-გოგი თოფაძემ “იბერიის” ეთერი პროტესტის ნიშნად დატოვა (+ვიდეო)
შემდეგი სტატიაცხინვალელმა სეპარატისტებმა მორიგი ქართველი დააკავეს…