ხოშტარია: პუტინის ხელში „გაზპრომი“ პოლიტიკური იარაღია და ქვეყნის ინტერესების რღვევა ხდება

საპარლამენტო უმცირესობის წევრ ელენე ხოშტარიას შეფასებით, კომპანია „გაზპრომ-ექსპორტთან“ გაფორმებული ხელშეკრულება, საქართველოსთვის კიდევ ერთი უკანგადადგმული ნაბიჯია.

ხოშტარიას თქმით, საქართველოს გაზის გარკვეული პროცენტის მიწოდება გარანტირებული ჰქონდა, თუმცა ახალი ხელშეკრულებით, საქართველო ისეთ სიტუაციაში გადადის, როცა რუსეთს ბერკეტები უჩნდება და შეუძლია, ფასი შეცვალოს.

„იცით, რომ პუტინის ხელში „გაზპრომი“ პოლიტიკური იარაღია და ჩვენი ქვეყნის ინტერესების რღვევა ხდება. ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელმაც საკუთარი ინტერესების დაცვა ვერ შეძლო“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

კომპანია „გაზპრომ-ექსპორტთან“ ხელშეკრულება გაგრძელდა, რომლის თანახმადაც, ტრანზიტის საფასურის გადახდა არა ნედლეულით ანაზღაურების ფორმით, არამედ ფულადი ანაზღაურებით მოხდება.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარიას ფრაქციაში თენგიზ გუნავა და ირაკლი აბესაძე გაწევრიანდებიან
შემდეგი სტატიაფრაქციის თავმჯდომარის პოსტზე ნიკა მელია სერგო რატიანმა ჩაანაცვლა