ხოშტარია : “ჩვენ არ ვაპირებთ შევყვეთ მათ ამ ბინძურ კამპანიაში”

ადამიანი, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ თავად წუხდა ყრილობის ლეგიტიმურობაზე, დღეს, სამწუხაროდ, ჩაერთო იგივე კამპანიაში, რაც გულისხმობს თანამებრძოლებზე თავდასხმასა და შეურაცხყოფას, – ასე უპასუხა ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ელენე ხოშტარიამ ნიკა მელიას.

”ადამიანი, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ თავად წუხდა ყრილობის ლეგიტიმურობაზე, დღეს, სამწუხაროდ, ჩაერთო იგივე კამპანიაში, რაც გულისხმობს თავდასხმას თავის თანამებრძოლებზე, რომელსაც ეძახის ახირებულ ჯგუფს. ეს არის ის, რამაც მიიყვანა პარტია ამ მდგომარეობამდე და რამაც დაასუსტა ”ნაციონალური მოძრაობა”. ჩვენ არ ვაპირებთ შევყვეთ მათ ამ ბინძურ კამპანიაში. ჩვენი ამოცანა არის ბიძინა ივანიშვილის გუნდთან ბრძოლა, რასაც ვერ მოგვწყვეტს ვერც ასეთი ბინძური კამპანია”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშითურქეთს კოალიციის ინჯირლიკის ავიაბაზაზე ყოფნის აუცილებლობაში ეჭვი შეაქვს
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი სარეკლამო რგოლის – „სანტას თოვლის ბაბუამ წაასწრო“ აკრძალვას ითხოვს