ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმე – შესაძლოა დღეს პირველი ექსპერიმენტული სკოლის პედაგოგი დაკითხონ

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს, ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.

დაიკითხებიან მოწმეებიც, რომელთა შორის სავარაუდოდ, პირველი ექსპერიმენტული სკოლის პედაგოგიც იქნება.

დაცვის მხარის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს დაკითხული პირები საქმის პირდაპირი მოწმეები არ არიან, მათგან უფლებადამცველებმა საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს.

ადვოკატები დღევანდელ პროცესზე შუამდგომლობის დაყენებას არ გეგმავენ.

„ვინც დაიკითხნენ სასამართლო პროცესზე, ესენი არ გახლავან უშუალოდ საქმის შემსწრე მოწმეები. საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს, რაც ჩვენთვის, დაცვის მხარისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა აღნიშნულზე ვერ ვისაუბრებ,“-განაცხადა ადვოკატმა ეკატერინე მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგია მაისაშვილის ცხედარი თბილისში ჩამოასვენეს
შემდეგი სტატიალომჯარია: ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მივმართეთ, რომ დაჩქარდეს ტატუნაშვილის გადმოსვენება