ბიძინა ივანიშვილი თამაზ მეჭიაურის მიერ ”პოზიციის შეცვლას გაგებით ეკიდება”

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის თქმით, ის თამაზ მეჭიაურის მიერ პოზიციის შეცვლას „გაგებით ეკიდება“.
ამის შესახებ ივანიშვილმა ტელევიზიის ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, გუნდის რომელმა წევრებმა გაუცრუა ყველაზე მეტად იმედი.

„საბედნიეროდ, ასეთი ადამიანები არ არიან. იმ დროს, ჩემი აზრით, ოპტიმალური იყო შერჩევა, თუ საუკეთესო არა. მაშინ იყო ომი და არა არჩევნები. დღეს ხარისხობრივად კვირიკაშვილი მოახერხებს და ახალ გუნდს შემოგთავაზებთ, განაახლებს ამ გუნდს. თუმცა გუნდის ყველა წევრს დიდი პატივისცემით ვექცევი. ანგარიშს ვუწევ და გაგებით ვეკიდები მათ პოზიციას, რომელიც შეიცვალეს, მეჭიაური თუ გყავთ მხედველობაში. მე ვახერხებ და გაგებით ვეკიდები, რომ მათ შეიცვალეს პოზიცია და ბევრ საკითხში აღარ ეთანხმებიან გუნდს“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ მათ „არავითარი საოცრებები არ მოუხდენიათ და არა რევოლუციურად, არამედ ევოლუციურად ვითარდებიან“.

banner
წინა სტატიაშიდემოკრატებიდან საპრეზიდენტო არჩევნებზე ჰილარი კლინტონი იყრის კენჭს
შემდეგი სტატიასილვიო ბერლუსკონი გულის პრობლემის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს