ყოფილი პოლიციელები მოსამართლემ დარბაზიდან გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა

საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომლები სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა. ნიკა ამილხანაშვილსა და არჩილ დავითულიანს აღმკვეთი ღონისძიების სახით 5 ათას ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრათ. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა ყოფილი პოლიციელებისთვის წინასწარი პატიმრობის შესახებ არ დააკმაყოფილა.

ამილხანაშვილსა და დავითულიანს უკანონო დაკავებასა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციას ედავებიან. ყოფილი პოლიციელები კი საქმის ფალსიფიცირებაში თავად საგამოძიებო უწყებას ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, სისხლის სამართლის წესით დაკავება, რომელზეც სამართლწარმოება დაიწყო, სხვა ეკიპაჟმა განახორციელა.

ყოფილი სამართალდამცველები საქმეს მათ მიერ გაკეთებულ ფარულ აუდიო ჩანაწერებს უკავშირებენ, რაც პოლიციის მაღალჩინოსნების უკანონო ქმედებას ამხელს.

საქმის არსებითი განხილვა 31 მაისს 12 საათზე ჩაინიშნა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი ვლადიმირ გროისმანსა და პეტრო პოროშენკოს შეხვდა
შემდეგი სტატიანოდარ ჯავახიშვილი: უმრავლეს შემთხვევაში ”ნაციონალები” ”აბუნტებენ” კონკრეტულ ადამიანებს