ხობში ტაძრის იუბილესთან დაკავშირებით სასულიერო პირები რუსეთიდანაც ჩამოვიდნენ

ხობში დღეს “ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების ხუთი წლის იუბილე აღნიშნეს.

საღმრთო ლიტურგია და სამადლობელი ლოცვა მეუფე გრიგოლთან და საქართველოს სხვადასხვა ეპარქიის მამებთან და წმინდა სინოდის წევრებთან ერთად მსოფლიოს მართლმადიდებლური ქვეყნების დელეგაციის წარმომადგენლებმა აღავლინეს.

დელეგაციამ ჩამოაბრძანა ლუსკუმაში მოთავსებული წმინდანების წმინდა ნაწილები, რომელიც კომპლექსს მუდმივ მფლობელობაში გადაეცა. ხობის ამ საეკლესიო კომპლექსში 2013 წლიდან უკვე დავანებულია კიევ-პეჩორის ლავრის ღირს მამათა (83 წმინდანის) წმინდა ნაწილები.

აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით დაიწერა წიგნი “აქედან საქართველო ილოცება”, ახალი ხატების ერთიანი ასლები და კიევ-პეჩორის ლავრის ღირს მამათა საინფორმაცი ბროშურები, რომელიც მომლოცველთათვის უსასყიდლოდ დარიგდა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საეკლესიო კომპლექსი და საპატრიარქო რეზიდენცია 2006 წელს ბზობის დღესასწაულზე, ხობისა და ფოთის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა აკურთხა.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი ეხმიანება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონის პროექტს და მის თანმდევ ცვლილებებს
შემდეგი სტატიაეხლა ბიძაჩემი მირზა სუბელიანი მოვა და დაალაგებს ყველაფერსო მითხრა მიხეილ კალანდიამ