ხობის “კოლხეთსა” და ცხინვალის “ლიახვს” შორის მატჩი შესაძლო გარიგების გამო გადაიდო

მოსალოდნელი გარიგების გამო, ხობის “კოლხეთსა” და ცხინვალის “ლიახვს” შორის საქართველოს ჩემპიონატის მატჩი გადაიდო. PalitraNews-ის ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება ადგილზე ჩასულმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა სამსაჯო ჯგუფთან და კლუბების ხელმძღვანელებთან კონსულტაციის შედეგად მიიღო.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, გარიგებულ თამაშთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
“ყველანაირი ინფორმაცია მოვაწოდეთ სამართალდამცავებს. გვაქვს მოლოდინი, რომ მოხდება სათანადო გამოძიება და უკმაცრესად დაისჯებიან ის ადამიანები, ვინც პირდაპირი, თუ ირიბი გზით ჩართულია გარიგებული თამაშების სქემაში. ფეხბურთი არ არის ის სფერო, სადაც ადგილი ექნება მსგავს ფინანსურ მანიპულაციებს”, – განაცხადა კობიაშვილმა.
მისივე თქმით, ფედერაცია გარიგებულ თამაშებთან საბრძოლველად სპეციალური დეპარტამენტის შექმნას გეგმავს.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი თურქეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას გეგმავს
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა მებაჟე ოფიცერი და სამი თანამზრახველი დააკავა