ხმელთაშუა ზღვაში გაუჩინარებულ “Airbus a 320-ს” ამ დრომდე ეძებენ

ამ დრომდე ეძებენ ხმელთაშუა ზღვაში გაუჩინარებულ Airbus a 320-ს, რომელიც კომპანია EGYPTAIR-ის კუთვნილებაა. რეისი 804 პარიზიდან ქაიროს მიმართულებით სრულდებოდა და ის ეგვიპტის საჰაერო სივრცეში 11 ათას 200 მეტრის სიმაღლიდან დაიკარგა.

მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ქვეყნის ხელისუფლება და მაშველებთან ერთად, მობილიზებულია ეგვიპტის შეიარაღებული ძალების სპეციალური ჯგუფიც.

თვითმფრინავში 56 მგზავრი, მათ შორის 3 ბავშვი და ეკიპაჟის 10 წევრი იმყოფებოდა. მგზავრების უმრავლესობა ეგვიპტელები და ფრანგები იყვნენ.

გამოცემა The Guardian აქვეყნებს განრიგს, რომლის მიხედვითაც თვითმფრინავი ბოლო 24 საათის განმავლობაში მეხუთე რეისს ასრულებდა.

banner
წინა სტატიაშიჟურნალისტმა ფოთის მერს პოლიციის ყოფილი უფროსის “საქმენი საგმირონი” შეახსენა
შემდეგი სტატია„დინამო არენაზე“ რობი უილიამსის კონცერტისთვის სცენის დამონტაჟება იწყება