ხმელთაშუა ზღვაში 100-მდე მიგრანტი დაიკარგა

ხმელთაშუა ზღვაში ნავის გადატრიალების შედეგად 100-მდე მიგრანტი დაიკარგა. ნავი ლიბიის ნაპირებთან 50 კილომეტრში ჩაიძირა. იტალიის სანაპირო დაცვის სამსახურმა მხოლოდ ოთხი მიგრანტის გადარჩენა შეძლო, მათ ასევე, 8 ცხედარი იპოვეს. ათობით მიგრანტი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, რომელშიც, იტალიელების გარდა ფრანგი მაშველები მონაწილეობენ. ხალხს, ასევე, ჰაერიდან ეძებენ. დაკარგულების ეროვნება, ჯერჯერობით, უცნობია.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, გასულ წელს ხმელთაშუა ზღვიდან ევროპაში 350 ათასი მიგრანტი შევიდა. გაეროს მონაცემებით, იმავე პერიოდში ხმელთაშუა ზღვაში 5 ათასი მიგრანტი დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშიბიზნესმენის ძმა გურამ გოგიჩაიშვილი საკონტროლო გასროლით მოკლეს – თვითმხილველი დაკითხვაზე იმყოფება
შემდეგი სტატიარუსების უმეტესობას უხარია, რომ მსოფლიოში რუსეთის ეშინიათ