ხმელნიცკის ადმინისტრაციამ უარი განაცხადა სკოლებში რუსული ენის სწავლებაზე

უკრაინის ქალაქ ხმელნიცკის ადმინისტრაციამ უარი განაცხადა საჯარო სკოლებში რუსული ენის სწავლებაზე. ბოლო დროს, ქალაქის მერიამ მშობლებისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენელთა ოცამდე მიმართვა მიიღო, რომელთა ხელმომწერები მოითხოვდნენ სკოლებში რუსული ენის სწავლების შეწყვეტას. ხმელნიცკის მერიაში აცხადებენ, რომ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება არ არღვევს მოსწავლეთა უფლებებს. პირიქით, იგი ხელს უშლის უკრაინის სახელმწიფოებრიობის შერყევას, რომელიც რუსული ენის მეშვეობით ხორციელდება.

banner
წინა სტატიაშითურქეთში აფხაზური დიასპორები კვლავ აქტიურდებიან
შემდეგი სტატიაიულია ტიმოშენკო აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს