ხმაური სასამართლოში – “ქართული მარშის” წევრები პატრულის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ

ფეხბურთის ფედერაციასთან გამართულ აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი გადაიდო. სხდომა 30 ნოემბერს ჩაინიშნა. სასამართლოს დღეს „ქართული მარშის“ წევრების ადმინისტრაციულ სასჯელზე უნდა ემსჯელა.

საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე ხმაური იყო. „ქართული მარშის“ წევრები საპატრულო პოლიციის იმ თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ, რომლებიც დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდნენ.

“ქართული მარშის” წევრებმა ფეხბურთის ფედერაციასთან გამართულ აქციაზე დაკავების პროცესი გაიხსენეს. ისინი პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობენ.

“ვიდექით და უცებ, ზღვა რომ დაეტაკება ჯებირს, ისე წამოვიდნენ, არც მოგვცეს იმის საშუალება, რომ გადავსულიყავით ცოტა ქვემოთ და ეგრევე დაკავება დაიწყეს,“- განაცხადა გიორგი ონიანმა.

“ქართული მარშის” წევრების განცხადებით, ერთ-ერთი დაკავებული, გიორგი ჭელიძე ნაცემია. ისინი მომხდარში პოლიციას ადანაშაულებენ.

„დაკავების პროცესში ვიმყოფებოდი გიორგი ჭელიძესთან, სადაც მასზე თავდასხმა ხორციელდებოდა, მას გადავეფარე და ძალადობრივ ქმედებებს აგრძელებდნენ. შავებში ჩაცმული ადამიანები მომვარდნენ,“- განაცხადა ანზორ ფორჩხიძემ.

„ქართული მარშის“ წევრების მტკიცები, სასამართლო სხდომათა დარბაზში პოლიციელები კადრებს ფარულად იღებდნენ.

აქციაზე 9 პირი დააკავეს, თუმცა დღეს სასამართლო პროცესი 8 დაკავებულის საქმეზე იყო ჩანიშნული.

აქციის წევრები საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტნის, გურამ კაშიას მიერ LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლაურით თამაშს აპროტესტებდნენ.

banner
წინა სტატიაშიSNGP-ის თურქი მრჩეველი „გენერალ გიორგი კვინიტაძის“ სახელობის მედლით დაჯილდოვდა
შემდეგი სტატია,,საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებების შელამაზებას აპირებს, მაგრამ ეს არ გამოუვათ”