ხმაური სართიჭალაში – ადგილობრივ მოსახლებას მეხუთე დღეა, გაზი არ მიეწოდება

ხმაური იყი დღეს სართიჭალაში. ადგილობრივი მოსახლეობა გაზმომარაგების შეწყვეტას აპროტესტებს. ისინი უკვე მეხუთე დღეა, გაზის გარეშე არიან დარჩენილი.

როგორც თავად მოსახლეობა აცხადებს, კომპანია სართიჭალის გაზს სოკართან დავალიანება აქვს და ამის გამო, სოკარმა კომაპანიას გაზის მიწოდება შეუწყვიტა.

მათი თქმით, სართიჭალის გაზმა მოსახლეობისგან აკრიფა გადასახადები, თუმცა სოკართან ანგარიშსწორება არ მოუხდენია.

მეხუთე დღეა, მოსახლეობა კომპანიისგან პასუხს ელის, თუ როდის აღუდგებათ გაზის მიწოდება. თუმცა, ამ დრომდე სართიჭალის გაზს განმარტება არ გაუკეთებია.

banner
წინა სტატიაშიხანძარი თბილისის ცენტრში – საბურთალოზე საცხოვრებელი სახლი იწვის
შემდეგი სტატიასაბურთალოზე ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა