ხმაური საბავშვო ბაღში- მშობლები ეჭვობენ, რომ 28-ე ბაგა ბაღის შენობის დანგრევა და სხვა ნაგებობის აშენება იგეგმება

ვარკეთილში მდებარე 28-ე საჯარო ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მშობლები ეჭვობენ, რომ დაგეგმილია ბაღის შენობის დანგრევა და მის ადგილზე სხვა დანიშნულების ნაგებობის აშენება. დღეს დილიდან აღნიშნულ ბაგა ბაღში ხმაური იყო. მშობლები ამბობენ, რომ აქციებს გამართავენ და ბაღის დანგრევის საშუალებას არ მისცემენ არავის.
ინფორმაციას შენობის ნგრევის შესახებ არ ადასტურებს 28-ე ბაგა-ბაღის გამგე. მანანა ხეცურიანი ამბობს, რომ ნგრევაზე დასკვნაში არ არის საუბარია. დოკუმენტში მითითებულია, რომ გამაგრებითი სამუშაოები უნდა ჩატარდეს.
არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც წერია, რომ შენობა ამორტიზებულია თუმცა მისი ექსპულატაცია ერთი წლის განმავლობაში დასაშვებია. შესაბამისად, ამ ეტაპზე ბაგა-ბაღის დახურვის გადაწყვეტილება ბაღების სააგენტოს არ მიუღია.

banner
წინა სტატიაში,,ქართული ოცნების” ყოფილი აქტივისტის ბინიდან ჩანაწერები ამოღეს – რატომ დააკავეს დალაქიშვილი?
შემდეგი სტატიაკომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური და მისი მოადგილე კანონით დადგენილ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ-გამჭვირვალობა