ხმაური გამრეკელის ქუჩაზე: ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილის მომხრეები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ

გამრეკელის ქუჩაზე შეკრებილი მოსახლეობა, სასულიერო პირის, ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილის ნაქირავები ბინიდან გამოსახლებას აპროტესტებდნენ.

ვითარების განმუხტვას გვიან ღამით, თითქმის რვა საათის განმავლობაში რამდენიმე ათეული საპატრულო ეკიპაჟი და კრიმინალური პოლიცია ცდილობდა.

შეკრებილები ძალის გამოყენებით სახლში შეღწევას შეეცადნენ, სადაც ოჯახის მეპატრონეები იმყოფებოდნენ.

ვითარება გამრეკელის 39 ნომერში რამდენჯერმე დაიძაბა, რის გამოც პოლიციამ რამდენიმე პირი ადგილიდან გაიყვანა, თუმცა არავინ დაუკავებია.

ნიკოლოზ მაქარაშვილის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მისი მომხრეების ნაწილი შენობის სახურავზეც ავიდა და თვითმკვლელობით იმუქრებოდა.

ვითარება ადგილზე მას შემდეგ განიმუხტა, რაც სახლის მეპატრონეები დათანხმდნენ სახლში ისევ შეეშვათ ნიკოლოზ მაქარაშვილი.

მოლაპარაკებები ხელაძეებთან რამდენიმე საათს გაგრძელდა. ამ პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად პარლამენტისა და საკრებულოს წევრებიც იყვნენ ჩართული.

ხელაძეების თქმით, გასახლების მიზეზი ბოლო პერიოდში ნიკოლოზ მაქარაშვილის აგრესიული ქმედებები და შეურაცხმყოფელი განცხადებები გახდა. მეპატრონეების განცხადებით, ისინი სახლში მის შეშვებაზე დაძაბულობის განმუხტვის მიზნით დათანხმდნენ.

banner
წინა სტატიაშიაფგან მუხტარლის აზერბაიჯანულმა სასამართლომ შინაპატიმრობის მოთხოვნაზე უარი უთხრა
შემდეგი სტატიასააპელაციო სასამართლომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეში მსჯავრდებულები – ირაკლი ფარცხალავა და გიორგი ცააძე პატიმრობაში დატოვა