მე ხმას ნარჩემაშვილის წინააღმდეგ მივცემდი – დავით ბერძენიშვილი

daviT-berdzenishvili“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი მოსახლეობას მიმართავს და აცხადებს, რომ საშიშია ერთი პარტიის ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობა.

“მეორე ტურებში თითქმის 50-მდე მეორე ტურია, კონკრეტულ ოლქში კონკრეტული ადამიანები უპირისპირდებიან ერთმანეთს. მაგალითად, კობა ნარჩემაშვილი თუ გიგი წერეთელი და აქ მე ნარჩემაშვილის წინააღმდეგ მივცემდი ხმას. არავის “ნაციონალური მოძრაობის” და მანამდე მოქალაქეთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლის იმხელა უწყვეტი გამოცდილება არა აქვს, რაც აქვს “რესპუბლიკურ პარტიას”. საკონსტიტუციო უმრავლესობა ერთი პოლიტიკური პარტიის ხელში არის სახიფათო. დაუჭირეთ მხარი უკეთეს ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკურად საშუალებას მოგვცემენ, რომ ერთ პარტიას არ ჰქონდეს კონსტიტუციური უმრავლესობა”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა გადაცემა “არჩევანში”.
„ნაციონალური მოძრაობამ მიხეილ სააკაშვილის სარფში ჩამოსვლის დეკლარირებით, ოდესაში ზღვის ფონზე სააკაშვილის გამოჩენით, ქალბატონი სანდრას დეკლარირებით, რომ ის გვირაბს გათხრის და ოდესიდან სოლოლაკში შემოვა, მოახდინა მობილიზება ნაციონალური მოძრაობის მოიმედე ამომრჩევლების და მან ჯამში, სწორედ სააკაშვილის ასე გამოყენებით, მიიღო 160 ათასზე მეტი ხმა, ვიდრე თვითმართველობის არჩევნებზე ჰქონდა და მიუახლოვდა ნახევარმილიონიან ნიშნულს. მეორე მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა იმდენი ილაპარაკა იმაზე, რომ სააკაშვილი საფრთხის მატარებელია, ივანიშვილმაც კარგად გამოიყენა სააკაშვილი ისე, რომ სააკაშვილი არის ყველაზე უფრო დამარცხებული სუბიექტი და გარიყული ქართული პოლიტიკური სივრციდან,“ – აცხადებს დავით ბერძენიშვილი.

https://youtu.be/PhP4GQMtNCw

მისივე განცხადებით ბიძინა ივანიშვილმა ნომერ პირველ პარტნიორზე – რესპუბლიკელებზე და ნომერ მეორე პარტნიორზე – თავისუფალ დემოკრატებზე თქვა უარია და ივანიშვილის პარტნიორი დღეს არის ფსევდოპატრიოტები ირმა ინაშვილისა და თარხან-მოურავის სახით. პროდასავლური, დემოკრატიული, თავისუფლებაზე ორიენტირებული პოლიტიკური წარსულის მქონე ძალების წრეში ივანიშვილი აღმოჩნდა არაკონკურენტუნარიანი. არ არის ლევან ბერძენიშვილის ბრალი, თუ თავის დროზე მან ბევრი წიგნი წაიკითხა, არ არის რესპუბლიკელების ბრალია, თუ პოლიტიკური კულტურით ბიძინა ივანიშვილი ვერ დაგვეწია, ან ირაკლი ალასანიას ვერ დაეწია,” – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

 

https://youtu.be/jD_ye9ta57Y

 

banner
წინა სტატიაშინიკა მელია:ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც მოწამლა წინასაარჩევნო გარემო
შემდეგი სტატიაკონსტიტუციის გადასინჯვა ჩვენს გეგმებში შედის – ირაკლი კობახიძე