ყიზილაჯლოში ერთ-ერთი დაკავებულის დედა სასამართლოსთან ცუდად გახდა

რუსთავის სასამართლოსთან, სადაც ყიზილაჯლოში მომხდარ დაპირისპირებაში ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო. ერთ-ერთი დაკავებულის დედა ცუდად გახდა.

ქალბატონს სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაუწიეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოში ყიზილაჯლოში მომხდარ დაპირისპირებაში ბრალდებულების პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი სესიაშვილი გიორგი ბოტკოველის ბრალდებას პასუხობს
შემდეგი სტატია“საქართველოს სამეფო კლუბი” ბიძინა ივანიშვილს საპარლამენტო მონარქიის დაწესების ინიციატივით მიმართავს