ყიზილაჯლოში არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებელმა 5 საჩივარი დაწერა

14713541_602430776610950_7904680771565157507_nარასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებელი ყიზილაჯლოში თეა ქეცბაია საარჩევნო პროცედურების დარღვევებზე საუბრობს.

მისი თქმით, უბნის გახსნის პროცესი უკვე დარღვევით დაიწყო და დარღვევები ხმის მიცემის დროსაც დაფიქსირდა.

“დარღვეული იყო თავიდანვე საარჩევნო უბნის გახსნის პროცედურები. გაიხსნა დაგვიანებით, შესაბამისად წილისყრები ჩატარდა დარღვევით. ორი წილისყრა საერთოდ გამოტოვეს. ასევე, დარღვეული იყო პირველი ამომრჩევლის მიღების პროცედურა, რადგან პირველი ამომრჩევლის მიღებისათვის საარჩევნო ბიულეტენების ბლოკნოტები და რეგისტრატორების ბეჭდები არ იყო დარიგებული. ასევე, არ გამოუცხადებიათ დალუქული ბიულეტენების რაოდენობები, არ გამოუცხადებიათ სპეციალური ბეჭდის ნომერი, გამოუცხადებიათ ლუქის ნომერი მითითების გარეშე და ა.შ. კენჭისყრის მიმდინარეობის ეტაპისთვისაც უკვე დაფიქსირდა დარღვევა. ამომრჩეველს რეგისტრატორების მაგიდასთან ახაზინებენ ბიულეტენებს, კაბინის უკან დგას დამკვირვებელი, რომელიც ჩემი სუბიექტური აზრით არღვევს კენჭისყრის ფარულობის პრინციპს. მე დავწერე 5 საჩივარი“,- განაცხადა ჟუნრალისტებთან თეა ქეცბაიამ.

banner
წინა სტატიაშიცესკო-ს ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლებისთვის დილის 08:00 საათზე გაიხსნა
შემდეგი სტატიაკენჭისყრის შედეგები განსაზღვრავს, ამ ორ საარჩევნო მაჟორიტარულ ოქლში გახდება თუ არა არჩევნების მეორე ტურის საჭირო