ყირიმელი თათრები გაეროს მოუწოდებენ ნახევარკუნძული რუსეთის ნაწილად აღიაროს

ყირიმელი თათრების საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ «Къырым бирлиги» გაეროს მოუწოდა ნახევარკუნძული რუსეთის ნაწილად აღიაროს და დასავლეთის სანქციები მოხსნას. მიმართვაში, კერძოდ, ნათქვამია, რომ უკრაინაში “ამ წლების მანძილზე არცერთი კანონი არ ყოფილა მიღებული, რომელიც ყირიმელი თათრების სოციალური, კულტურული და ეკონომიკური უფლებების აღსადგენად იქნებოდა მიმართული”.

საზოგადოებრივი ორგანიზაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართალი “არ ადგენს არც ერთ ამკრძალავ წესს, რომელიც სეცესიის საკითხს ეხება”. ამიტომ, ყირიმელი თათრების წარმმადგენლები გაეროს გენერალურ ასამბლეას სთხოვენ “აღიაროს ყირიმის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა და მათი რუსეთისადმი თავისუფალი მიერთება”.

banner
წინა სტატიაში“რუსეთის დამსახურებაა ვიზალიბერალიზაციათქო, არ მითქვამს, ასეთ რაღაცას როგორ ვიტყოდი”- აბაშიძე
შემდეგი სტატიაანა დოლიძე ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტზე: ვეტოზე, ან მოტივირებულ შენიშვნებზე ფიქრი დღეს ნაადრევია