ყირგიზეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

ყირგიზეთში გუშინ ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნების პირველსავე ტურში, არაოფიციალური მონაცემებით. გამარჯვება მოიპოვა სოციალ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა სოორანბაი გეენბეკოვმა.
ყირგიზული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტური აღარ ჩატარდება.
ყირგიზეთის ცესკო-ს თავჯდომარემ ნურჟან შელდაბეკოვამ განაცხადა, რომ საარჩევნო ყუთების უმრავლესობა გაიხსნა და ადთვლილი ბიულეტენებიდან ამომრჩეველთა 55.93%-მა გეენბეკოვს მისცა ხმა.
შელდაბეკოვის განცხადებით, არჩევენბში მონაწილეობდა 11 კანდიდატი, რიმელთაგან მეორე ადგილზე გავიდა რესპუბლიკური პარტიის დამფუძნებელი ომურბეკ ბაბანოვი.
ყირგიზული საარჩევნო კანონმდებლობით, არჩევნების საბოლოო ოფიციალურ მონაცემებს 20 დღეში გამოვაცხადებენ.

banner
წინა სტატიაშისომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ
შემდეგი სტატიაისრაელმა ასადის საჰაერო თავდაცვის შენაერთი გაანადგურა