“ხელისუფლების უმოქმედობას ქვეყანა სოციალური აფეთქებისკენ მიჰყავს”

news
: news მარტი 2, 2016 13:58

“ხელისუფლების უმოქმედობას ქვეყანა სოციალური აფეთქებისკენ მიჰყავს”

მნიშვნელოვანი

  • „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დიმიტრი ლორთქიფანიძის შეფასებით, ლარის გაუფასურების გამო, საქართველოს ყველა ის მოქალაქე, ვისაც სესხი უცხოურ ვალუტაში აქვს აღებული, მძიმე ვითარებაში ვარდება.

სხვა სტატიები

„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დიმიტრი ლორთქიფანიძის შეფასებით, ლარის გაუფასურების გამო, საქართველოს ყველა ის მოქალაქე, ვისაც სესხი უცხოურ ვალუტაში აქვს აღებული, მძიმე ვითარებაში ვარდება.

დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ სახელმწიფოში ეფექტური ნორმატიული ბაზის უქონლობამ, ათეულობით ათასი ოჯახი კატასტროფის ზღვარზე უკვე მიიყვანა.

“ლარის გაუფასურების კვალდაკვალ, სულ უფრო მძიმე ვითარებაში ვარდება საქართველოს ყველა ის მოქალაქე, ვისაც სესხი უცხოურ ვალუტაში აქვს აღებული, ხოლო შემოსავალს გაუფასურებულ ლარში იღებს. ამ საკითხების მოუგვარებლობამ და სახელმწიფოში ეფექტური ნორმატიული ბაზის უქონლობამ, კატასტროფის ზღვარზე უკვე მიიყვანა ათეულობით ათასი ოჯახი. ნიშანდობლივია, რომ ხელისუფლებაში, პრემიერმინისტრისა და ვიცეპრემიერის დონეზე, ასევე, აჭარის მთავრობას და თბილისის მერიას, სწორედ “ქართუ ჯგუფის” ყოფილი საბანკო მენეჯმენტი წარმოადგენს, პროფესიონალი, მაღალკვალიფიციური ფინანსისტები, რომელთა გაცხადებულ პოლიტიკურ მიზნებში, როგორც სჩანს, არ შედის იპოთეკართა პრობლემის მოგვარება. სხვაგვარად წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება მდგომარეობა აქამდე მიეყვანათ. მათ შესანიშნავად იციან, თუ როგორ უნდა მოგვარდეს აღნიშნული პრობლემა ისე, რომ არ დაზიანდეს საბანკო სექტორი და თან ათასობით ოჯახი, გაკოტრებასა და უსახლკაროდ დარჩენას გადაურჩეს. “დემოკრატიულმა მოძრაობამ” ჯერ კიდევ 2013 წელს მოუწოდა ხელისუფლებას, დროულად დაეწყო ამ პრობლემის მოგვარება, აეღო მაგალითი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისაგან, თუმცა მას დღემდე არ გამოუხატავს პოლიტიკური ნება და როგორც სჩანს, არც აპირებს ამის გაკეთებას. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიწყოს ზრუნვა საკუთარ უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილი ასიათასობით მოქალაქეზე, უმოქმედობას ქვეყანა გარდაუვალი სოციალური აფეთქებისაკენ მიჰყავს, რაც უმძიმესი შედეგებით შეიძლება დასრულდეს არა მხოლოდ ამ ხელისუფლებისათვის, არამედ საერთოდ ქვეყნისათვის”,- აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

news
: news მარტი 2, 2016 13:58

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,691
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics