ხელისუფლების წარმომადგენლები ზუგდიდში გარევაჭრობის ობიექტებს შლიან

,,თაიმერის,, ინფორმაციით, ამ წუთებში, ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. გარე მოვაჭრეების დახლების დემონტაჟი მიმდინარეობს
მიღებული ინფორმაციით, ადგილზე მუშაობს ზედამხედველობის სამსახურის ნაგვის მანქანები. დაშალეს ხის კონსტრუქციები, ხოლო გარემოვაჭრეების ნივთები მიყრილია ტროტუარის მოპირდაპირე მხარეს. იქ არის სხვადასხვბა საკვები, ხილი და ტანსაცმელი.
როგორც გარემოვაჭრეები აცხადებენ, ისინი წინასწარ არ იყვნენ გაფრთხილებულები, რომ მათ ადგილის დაცლა მოუწევდათ , თუმცა ზედამხედველობის სამსახურის წარმოადგენლები აცხადებენ, რომ ტერიტორიის დაცლისა დასუფთავების შესახებ განკარგულება 15 მაისს გამოიცა.
როგორც გარემოვაჭრეები აცხადებენ, ისინი უკვე ხვალიდან აპირებენ საპროტესტო აქციების დაწყებას ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ.
ცნობისთვის, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 აპრილის №30 დადგენილებით „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი“ და „გარე ვაჭრობისათვის ადგილების განსაზღვრის წესი” დამტკიცდა, მიუხედავად აკრძალვისა, ბაზრობის მიმდინარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა ამ დრომდე გრძელდებოდა.

banner
წინა სტატიაშიდუშეთის რაიონში ცეცხლი დაახლოებით 2 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული
შემდეგი სტატიარუსეთის ელჩი სუდანში – მკვდარი იპოვეს