“ამ ხელისუფლების პოლიტპატიმრებზე ლაპარაკობდა, მინისტრი გახდა და ის ხალხი ისევ ციხეშია” – ხუხაშვილი ვიქტორ დოლიძეზე

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

ვიქტორ დოლიძე ახალ მთავრობაში მინისტრობის კანდიდატია – პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი კი ფიქრობს, რომ ეს არასწორი საქციელია, მეტიც აცხადებს, რომ ეს ქმედება “ცუდად გამოიყურება”.

ხუხაშვილი ვიქტორ დოლიძესთან ერთად, ყველა იმ პოლიტიკოსს აკრიტიკებს, რომლებმაც არჩევნების შემდეგ თავისუფალი დემოკრატები დატოვეს. “რა მაგალითი მისცეს ახალგაზრდებს, რომლებიც მრავლად არიან თავისუფალ დემოკრატებში?”

აქვე ხუხაშვილი ვიქტორ დოლიძეს რამდენიმე თვის განმავლობაში, მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება, სადაც ის ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულ პირებს პოლიტპატიმრებს უწოდებს.

“ის ლაპარაკობდა ამ ხელისუფლების პირობებში პოლიტპატიმრების არსებობაზე, ის ადამიანები ციხეში კვლავ ზიან და ის მინისტრი ხდება ეს რა უბედურებაა? ამაზე კომენტარი რა უნდა გავაკეთო არ ვიცი,” – აცხადებს გია ხუხაშვილი.

banner
წინა სტატიაშილევან იზორიამ და ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედროებს გიორგობა მიულოცეს
შემდეგი სტატიაგია ხუხაშვილი: რუსთავი 2-ის საქმე არის ერთერთი მთავარი ტესტი, საით მიდის ეს ქვეყანა