“ხელისუფლების ორგანოები იყვნენ შეყვანილი შეცდომაში”- რას აცხადებს დეკანოზ მამალაძის ადვოკატი

დეკანოზ გიორგი მამალაძეს ადვოკატი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეს კიდევ ერთხელ მოინახულებს. მამალაძის უფლებადამცველის თქმით ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მამა გიორგი მამალაძის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა, როდესაც ის დამნაშავედ გამოაცხადეს და მისი გამამტყუნებელი განცხადებები გააკეთეს. ადვოკატი დაცვის მხარისთვის საქმის დეტალებზე საჯაროდ საუბრის უფლების მინიჭებას ითხოვს.
„ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ შეცდომაში შეყვანილნი, ისინი არღვევდნენ მისი უდანაშაულობის პრეზუმფციას და აპრიორი დამნაშავედ რაცხავდნენ. დღეის მდგომარეობით აშკარად წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან ისინი თავისი პოზიციის შერბილებას და ნაწილობრივ უკან წაღებას ცდილობენ. ხოლო ვის მიერ იყვნენ შეყვანილი რამდენიმე ვერსია არის, მაგრამ ყველაზე ლოგიკურია, რა თქმა უნდა საქართველოს პროკურატურის მიერ. მათ მიერ წარმოჩენილი ე.წ. ფაქტები აღმოჩნდა, რომ არ იყო რეალური, ვინაიდან საქმიდან არ გამომდინარეობდა. თუ ჩვენც და ბრალდების მხარესაც გვექნება პოზიციების დაფიქსირების საშუალება, საზოგადოებაც და მაღალი თანამდებობის პირებიც უფრო მარტივად იქნებიან ინფორმირებულები და უფრო მარტივად დარწმუნდებიან მამა გიორგის უდანაშაულობაში“- განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

banner
წინა სტატიაში„ნებისმიერი განცხადება, რომელიც კეთდება გამოძიების საბოლოო დასრულებამდე, არის დამაზიანებელი“ – კობახიძე ე.წ. ციანიდის საქმეზე
შემდეგი სტატიაელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გაზრდილ გადასახადებთან დაკავშირებით, სემეკ-ი მოქალაქეებს მიმართავს