ხელისუფლების მორიგი კომპრომატების მასტერკლასი

2012 წელს ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ სისტემა იგივე დარჩა და არა მარტო სიტემა, არამედ წინა ხელისუფლების პერიოდში კომპრომატებით მანიპულიერების ტექნოლოგიებიც.
წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ეს ხელისუფლება ნამდვილად რომ წინ წავიდა და ამ დღეებში, ე.წ. ვიდეოკომპრომატების გავრცელების მასტერკლასი ჩაატარა, თან ისეთი, რომ მედია ტოტალურად ჩაითრია თავის ბინძურ თამაშში.
არავინ დაეჭვებულა იმაში, რომ პირველი გავრეცლებული ვიდეოკადრების შემდეგ, მეორე ატვირთული ვიდეომასალა გადამეტებულად კორექტულ ფორმაში გავრცელდა ანუ ფაქტობრივად ვიდეო მხოლოდ მუქარებს შეიცავდა და სექსუალური სცენა ისე იყო დაფარული, რომ გამორიცხავდა ინდენტიფიკაციას.
ეს როგორ?

დამნაშავე ავრცელებს ყოფილი მინისტრის სექსუალურ ვიდეოს ისე, რომ მოქმედი პერსონაჟების იდენტიფიცირების პრობლემა არ იყო და შემდგომ ნამუსი შეაწუხებს და მეორე ვიდეოს კორეტულ ფორმაში გაავავრცელებს?
შანტაჟის სიაში, სადაც პოლიტიკსებს გადადგომისკენ მოუწოდებენ, ცნობილი ჟურნალისტის ინგა გრიგოლიას სახელი აღმოჩნდება. არავინ დაეჭვებულა იმაში, თუ რატომ მოხვდა ინგა გრიგოლია ამ სიაში და თუ პოლიტიკოსებს გადადგომისკენ მოუწოდებენ, სად უნდა გადადგეს ჟურნალისტი?

ორივე ე.წ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ხელისუფლების ბრძანებით გავრცელდა. პირველის მიზანი იყო ალასანიას პარტიის დასამარება, წინა სკანდალების გადაფარვა და ახალი აჟიოტაჟის ფონის შექმნა.
მეორე ვიდეო მიზანად ისახავდა ამ სიბინძურეში მედიის ჩათრევას. სწორედ ამიტომ აღმოჩნდა ჩამონათვალში ინგა გრიგოლიას სახელი. ყველაფერი სწორად გათვალეს. ინგა გრიგოლია წამოეგო ამ პროვოკაციას და ეგრევე განცხადებების კასკადი გაუშვა ფეისბუქისა და ტელევიზიის მეშვეობით. ამას აყვა ყველა ჟურნალსიტი და ლამის მკერდზე წარწერებით “მე დღეს გრიგოლია ვარ და სექსი მაქვს” ქუჩებში გამოვიდა.
ახლა „განტევების ვაცი“ იპოვეს. ხელსაც არავინ შეუშლის, მედია ხომ გუშინ ისე ჩაითრიეს, რომ გამოსაფხიზლებლად კაგრა ხანი დასჭირდება.
სცენარი იგივეა, შემსრულებელებიც იგივე. განსხვავება მხოლოდ შესრულების ფორმატშია. ასეთი ვირტუოზული ნაშრომი ნაციონალებსაც კი შეშურდებოდა.

გიორგი ალანია
ჩეხეთი

banner
წინა სტატიაშითვითმმართველობის წარმომადგენლები ლადო პაპავას კაბინეტში შეცვივდნენ
შემდეგი სტატია2016 წლის ეროვნული გამოცდებისთვის 40 000–მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა