“ხელისუფლების მხრიდან უპასუხისმგებლობა იქნება, თუ საკუთარ შიშებს გადააყოლებენ საქართველოს ევროპულ მომავალს“

საქართველოს პრეზიდენტთან და ევროკომისართან შეხვედრის დასრულების შემდეგ დისკუსიის მონაწილეებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ შეუქმნან პრობლემები ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას და დაიცვან ის ღირებულებები, რომელიც ევროკავშირისთვის ფუნდამენტურია.

„კომისარმა ჰანმა დაადასტურა, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ევროპული პერსპექტივა, თუმცა პოლიტიკურ ასპექტებში, რომელიც გადამწყვეტი იქნება, ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებით ქვეყნის შიგნით. კონკრეტულად, მედია პლურალიზმის, სამართლიანი არჩევნების და სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხებზე. ხელისუფლების მხრიდან ძალიან სერიოზული უპასუხისმგებლობა იქნება, თუ ისინი საკუთარ ინტერესებს, შიშებს ან ელექტორალურ ინტერესებს გადააყოლებენ საქართველოს ევროპულ მომავალს,“ – განმარტა პაატა ბურჭულაძე – საქართველოს განვითარების ფონდის საგარეო პოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელმა გიორგი რუხაძემ.

ამერიკის მაკკეინის საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის თანამშრომლის ბათუ ქუთელიას განმარტებით, იმისთვის, რომ საქართველოს გახდეს ევროპული თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი, მან თანმიმდევრულად უნდა დაიცვას და უზრუნველყოს ის ფასეულობები, რაზეც ევროპული ლიბერალური დემოკრატია დგას.

„ევროკომისარის განცხადებით, ფუნდამენტური ფასეულობები ევროკავშირისთვის რჩება უმნიშვნელოვანეს ფაქტორად და ნებისმიერი სახის მაღალი დონის პოლიტიკური გადაწყვეტილება განისაზღვრება, როგორც გეოპოლიტიკური და ეკონომიკური, ასევე ფასეულობრივი ფაქტორებით,“ – აღნიშნა სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს შს მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან სამოქალაქო თავდაცვასა და საგაგებო სიტუაციების მართვაზე ისაუბრა
შემდეგი სტატიაპროგრამის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში მიკრომეწარმეები საშემოსავლოს აღარ გადაიხდიან