,, ხელისუფლების და იუსტიციის მინისტრის სასამართლო საქმიანობაში ჩარევას ვერ დავადასტურებ”

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იუსტიციის საბჭოში ოპოზიციის კვოტით არჩევის წესზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს საკითხი პარლამენტის გადასაწყვეტია.

“ოპოზიციის კვოტით არჩეულ წევრს სჭირდება ხმათა მაღალი რაოდენობა და ამ საკითხებზე მე არაფრის თქმა არ შემიძლია. ეს პარლამენტის გადასაწყვეტია. სასურველია, საბჭო იყოს სრულად დაკომპლექტებული, რაც ჩვენს მუშაობას კდიევ უფრო ეფექტურს გახდის,“ – აღნიშნა ნინო გევნეტაძემ.

მისივე თქმით, იუსტიციის მინისტრი სასამართლოს საქმიანობაში არ ერევა და ეს არის თნამშრომლობა.

“ხელისუფლების და იუსტიციის მინისტრის სასამართლო საქმიანობაში ჩარევას ვერ დავადასტურებ. იუსტიციის მინისტრი არის რეფორმის პირველი, მეორე და მესამე ტალღის ინიციატორი. ქალბატონ თეას აქვს ვალდებულება, რომ ამ რეფორმის ეტაპებზე ჰქონდეს თავისი შეხედულებები. ამდენად, მე არ მიმაჩნია, რომ ეს არის ჩარევა. ეს არის თანამშრომლობა იმ ფორმატში, სადაც შეიძლება დაპირისპირებული მხარეები არსებობდნენ განსხვავებული პოზიციებით, მაგრამ მთავარია, რეფორმა სწორი მიმართულებით წარიმართოს,“ – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

banner
წინა სტატიაშიმხოლოდ ერთ ფაქტზე არ არის საუბარი, იქ შეიძლება, რამდენიმე შემთხვევასთან გვქონდეს საქმე – მამუკა ახვლედიანი
შემდეგი სტატია,,მღვდლის შეგინება ფასიანი უნდა გახდეს, მაშინ როცა ექიმის, მასწავლებლის და სხვა პროფესიის ადამიანის შეურაცხყოფა უფასოა”?!